გიორგი მელიქიძე ზედიზედ მეორედ სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და სტად ფრანსეს შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის  მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბე საუკეთესოთა შორის მე-14 ტურშიც დაასახელეს.

გიორგი მელიქიძის, სოსო აბრამიშვილის, გიორგი ცუცქირიძისა და ვასილ კაკოვინის სტად ფრანსემ შინ მოუგო ლევან ჩილაჩავას კასტრს – 26:7.

მელიქიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *