ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ნავალოვსკიმ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ იყო რუსთავის ოლიმპი, ანჟი, ბაქოს ინტერი, ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგა, ხიმკი, სკა-ენერგია, ტოსნო, გორის დილა, ვერია, ბაქოს ნეფთჩი, სკა-ხაბაროვსკი, მინსკის დინამო და ბოლოს დინამო ბათუმი, სადაც 2019 წლის მარტიდან თამაშობდა.
გიორგი ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, ბოლო მატჩი კი 2020 წლის 15 ნოემბერს სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა. ნავალოვსკიმ საქართველოს ნაკრების მაისურა ჯამში 41-ჯერ მოიგო.