გიორგი პაპავა კარიერას ფახთაქორში გააგრძელებს

დინამო თბილისის ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას ფახთაქორში გააგრძელებს. ქართველმა ნახევამრცველმა ფახთაქორთან 1+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პაპავა ბოლოს ასევე უზბეკურ ალმალიქში თამაშობდა.

ფახთაქორი უზბეკეთის ჩემპიონატის 15 და თასის 13 გზის გამარჯვებულია. უზბეკები აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც რეგულარულად გამოდიან. შეგახსენებთ, რომ ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი 2017-20 წლებში შოთა არველაძე იყო.

რაც შეეხება პაპავას კარიერას, იგი მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. გიორგიმ 3 შეხვედრა ეროვნულ გუნდშიც ჩაატარა, 3-ვე მატჩი 2014 წლით თარიღდება. გიორგიმ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ იყო ნეა სალამისი, გორის დილა, რუსთავი კვლავ დინამო თბილისი და ბოლოს ალმალიქი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *