გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. 28 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად იზოლაციაშია.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია ამჟამად აპოელის ღირსებას იცავს, კვიპროსულ გუნდს იგი წელს ზაფხულში შეუერთდა. აპოელის მაისურით ჩვენებურმა 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

გეცოდინებათ, რომ აპოელში გიორგის გარდა კიდევ 2 ქართველი თამაშობს. ნიქოზიურ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი გამოდიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *