გიორგი ჩაკვეტაძე: ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და სექტემბრისთვის მზად ვიქნები

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “სპორტი იმედზე” გიორგი ჩაკვეტაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ტრავმა, გენტში გადასვლა. ხვიჩა კვარაცხელია…

“ამჟამად ბელგიელ მწვრთნელთან ერთად თბილისში ვარ და ინდივიდუალურად ვემზადები. სრულიად ჯანმრთელი ვარ და სექტემბრის სანაკრებო თამაშებისთვის მზად ვიქნები. გენტთან კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი მაქვს. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ხანს დავრჩები ბელგიაში, მთავარია თამაში დავიწყო. 

როცა ვთამაშობდი არავინ ამბობდა, რომ გენტში გადასვლით შეცდომა დავუშვი, ტრავმა მივიღე და მერე იძხდნენ, რომ ბელგიაში წასვლით არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. გენტში გადასვლას არ ვნანობ. ტრავმის შემდეგ ემერაი გადავიღე და ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს ვაჩვენე, რომელმაც მითხრა, რომ საოპერაციო ვარ, ბელგიაში კი მითხრეს, რომ ვარჯიშით მოვმჯობინდებოდი. 

ჩრდ, მაკედონიასთან მატჩს ბელგიაში ვუყურე. ძალიან მინდოდა ბიჭებნთან ერთად ვყოფილიყავი და ნაკრებს დავხმარებოდი, სამწუხაროდ ასე არ იყო.

ვილი სანიოლი ნაკრებს სწორ ფეხბურთს ათამაშებს. მონდომებულია და ცდილობს ყველაფერი ქართული შეისწავლოს. მგონი მასთან ერთად საქართველოს ვასახელებთ. 

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ერთი ერთზე მეტოქეს უშანსოდ ტოვებს. წარმატებებს ვუსურვებ, მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. 

დინამო თბილისის თამაშებს ხშირად ვუყურებ, მინდა ჩემპიონი გახდეს და რამენაირად რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვდეს. გუნდს ამისთვის ყველა პირობა აქვს და დარწმუნებული ვარ წელს ქართველ გულშემატკივარს გაახარებს. 

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ვეცდები მალე დავბრუნდე და ხალხი გავახარო.” – თქვა 21 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხშირი ტრავმების გამო გიორგის 2020-21 წლების თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. საქართველოს ნაკრებში მან ბოლოს შარშან სექტემბერში ითამაშა, სულ კი მის ანგარიშზე 9 მატჩი და 5 გოლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *