გიორგი ჭყოიძე შავ ლომში?

საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ პენზას ლოკომოტივი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. მან ბორჯღალოსნების შემასგენლობაში ივლისის ტესტებზეც ითამაშა.

31 წლის მორაგბე, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ქართულ ფრანჩაიზში, შავი ლომის შემადგენლობაში ვიცილოთ. დაუზუსტებელი ინფორმაციით მანუკვე მიიღო მონაწილეობა გუნდის ფოტოსესიაში.

შავ ლომში წლეულს საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორცილდება. გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა. ცხადია, მათი ჩანაცვლება აუცილებელი გახდება. შავი ლომის საბოლოო შემადგენლობა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

Leave a comment

Your email address will not be published.