გიორგი ჯავახიას ლელო და სიმბოლური გუნდი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში გიორგი ჯავახიას, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი გოგოლაძისა და ლუკა ნიორაძის ორიაკმა შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა სოსო ბეკოშვილისა და ლუკა პეტრიაშვილის კარკასონი – 30:26.

ჯავახიამ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს, 30-ე წუთზე ლელო გაიტანა და შედეგად ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ორიაკის ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ქართველიშვილმა და გოგოლაძემაც. ნიორაძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. იმავდროულად მოედანზე გამოჩნდა პეტრიაშვილი, ბეკოშვილი კი, 47-ე წუთზე შეცვალეს.

ორიაკს ახლა 43 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, კარკასონი კი, 34 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

Возможно, это изображение текст «le Je la semaine 11 9 7 15 T. VINCENT 14 N. BOUHEDJEUR 13 Κ. RAMOKA 12 A. VILASECA M. LESTREMAU 10 J. BOURAUX M. GALTHIÉ Q. WITT C. AXTENS K. LEBRETON G. JAVAKHIA J. THOMAS R. MONTAGNE B’. GELEDAN H. LOMBARD-BURET 8 6 5 Agen Provence Rugby Agen Vannes Soyaux-Angoulême Oyonnax Colomiers Montauban Provence Rugby Oyonnax Aurillac Colomiers Grenoble Oyonnax Agen 4 3 2 1»

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *