“გიჟია!.. ამას ვერ წარმოვიდგენდი”

ერლინგ ჰოლანდმა პეპ გვარდიოლაზე თქვა, ფეხბურთის გიჟია და თამაშის გაგება არანორმალურ დონეზე აქვს აყვანილიო.

„მაგალითად, თამაშის წინა დღეს გვეუბნება, თუ რა მოხდება. და მეორე დღეს ზუსტად ის ხდება. ეს სათამაშო ნიუანსებზე. სიგიჟეა. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს. როცა საქმე ფეხბურთს ეხება, გიჟია. ფეხბურთოჰოლიკი, თუ ასე შეიძლება თქმა“.

ჰოლანდმა ასევე თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდა მწვრთნელის გამო რომელიმე გუნდში გადასვლა, მაგრამ გვარდიოლა სხვა შემთხვევააო… ანუ, მანჩესტერ სიტიში დიდწლიად მისი ფაქტორის გამო გადავედიო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *