გრიზმანი პლატინის გაუთანაბრდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საფრანგეთის ნაკრები ფინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და ანტუან გრიზმანის დუბლით 2:0 დაამარცხა

აღნიშნული გოლები ფრანგთა ფორვარდისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ატლეტიკოს თავდამსხმელი საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლებით მიშელ პლატინის გაუთანაბრდა და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში  მასთან ერთად მე-3 ადგილს იყოფს. ამჟამად ორივეს ანგარიშზე 41-41 გოლია.

საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 51 გოლით ტიერი ანრია, მეორე ადგილზე 46 გოლიანი ოლივიე ჟირუ გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *