გლასნერი: “სკუდეტო ნაპოლისაა. სისუსტეები?”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი დაპირისპირების წინ, აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ნაპოლიზე ისაუბრა

“შემტევი ფეხბურთ მიყვარს, როგორც ამას ნაპოლი აკეთებს. თამაშის ეს სტილი შთამაგონებს, რაღაც ანტი-იტალიურია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ვფიქრობ, ნაპოლი იტალიაში ყველაზე მეტს უტევს. ჩვენც ასე ვართ, ვცდილობთ მეტოქე მუდამ წნეხის ქვეშ გვყავდეს.

ვფიქრობ, ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს. მარადონას შემდეგ, ეს პირველად მოხდება. დიეგო ჩემი კერპი იყო, 12 წლის ვიყავი, როდესაც 86-ის მსოფლიო მოიგო. დიდებული ფეხბურთელი იყო. ნაპოლის, ქალაქისა და გულშემატკივრების გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მათ რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე, ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვაჯობოთ.

ნაპოლიმდე კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცოდი. მისმა ოსტატობამ გამაოცა, თან Serie A-ს დონეზე, პირველსავე სეზონში… ეს მარტივი არ არის.

ფლანგზე თამაშობს, ცენტრში შემოდის, ორივე ფეხით ურტყამს… ჩვენი მცველი მასთან მარტო არ უნდა დავტოვოთ, შანსი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება

ამ გუნდს ბევრი ნაკლი არ აქვს, თუმცა როგორც ყველას – სისუსტეები მასაც გააჩნია. ვფიქობ, ნაპოლის დიდებული ბალანსი აქვს ნაპოვნი. ადამიანები მათ შეტევაზე ლაპარაკობენ, მაგრამ დაცვა არ დაგვავიწყდეს – ძალიან ცოტა გოლს უშვებენ. მოწინააღმდეგეს ნაკლები დარტყმის საშუალება მისცე – ეს საუკეთესო თავდაცვაა. მათთან დაპირისპირებისას, ყველაფერთან ერთად, კარგი დღეც უნდა გაგვითენდეს. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია მომენტები შევქმნათ და ისინი უნდა გამოვიყენოთ,” – თქვა  გლასნერმა

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *