მიუნხენის ბაიერნის შემტევი, სერჟ გნაბრი კლუბთან კონტრაქტზე ვერ თანხმდება.
26 წლის გერმანელს მიუნხენში დარჩენა სურს, თუმცა შეთავაზებული ანაზღაურებით კმაყოფილი არაა.
გნაბრის სურს, როგორც სანესა და კომანს აქვთ, წელიწადში 15 მილიონი ევრო + ბონუსები გამოიმუშავოს.
ბაიერნს ფეხბურთელის გაშვება ასევე არ სურდა, მთავარი მწვრთნელი – იულიან ნაგელსმანი კი მის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს.
ევროპული გრანდები: რეალი, ბარსელონა, ლივერპული და მანჩესტერი სიტუაციას აკვირდებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ თავდამსხმელი მიუნხენში მაინც დარება.