გოგა ბითაძემ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა მეორე შემადგენლობით მოასპარეზე „ინდიანას“ და მოულოდნელად 117-121 დამარცხდა.

ტრავმების ეპიდემიის ფონზე(საბონისი, თერნერი) „პეისერზის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა სასტარტო ხუთეულში დააყენა გოგა ბითაძე და არც უნანია.

ქართველი ცენტრის პირველივე სროლა ზუსტი გამოდგა – გოგამ პერიმეტრიდან გაისროლა და ბურთი კალათში ჩასვა – 3:2 „ინდიანას“ სასარგებლოდ.
ბითაძეს ფანტასტიკური მეოთხედი გამოუვიდა – 10 ქულა დააგროვა, დომინანტურად დააფარა სტეფ კარის, ჩააგდო სამქულიანი, „ენდ ვანი“ შეუსრულა კევინ ლუნის, 3-ჯერ მოხსნა ბურთი და პიკენროლებზე წარმატებით მოქმედებდა.
ქართველის კარგი ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა საწყის მეოთხედში მხოლოდ 7 ქულა წააგეს 23:30.

null

მეორე პერიოდში „პეისერზის“ სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა პერიმეტრიდან აიკლეს მეტოქის კალათი – ვაშინგტონ ჯუნიორმა და ჯერემი ლემბმა 2-2 სამქულიანი ჩააგდეს, ჯასტინ ჰოლიდეიმ 3 და „ინდიანა“ გალიდერდა.

გოგა აგრძელებდა წარმატებულ თამაშს – კომბინაციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მოხსნებთან ერთად შედეგიან პასებსაც არიგებდა.
„ვორიორზის“ მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე სტეფ კარი დააბრუნა, რომელმაც თავისი შორეული ტყროცნებით ჯერ ლიდერობა დაუბრუნა მასპინძლებს, ხოლო შემდეგ პირველი ტაიმი მოაგებინა 8 ქულიანი სხვაობით 63:55.

პირველი ტაიმის მიწურულს გოგამ ლუნის დაუფარა, თუმცა გადმოვარდნილ ბურთზე „ინდიანას“ სხვა კალათბურთელებს „ჩაეძინათ“ და ვიგინსმა მარტივი 2 ქულა აიღო. გაბრაზებულმა ბითაძემ ბურთი პარკეტზე დაახეთქა, რისთვისაც ტექნიკური ფოლი მიიღო.

null

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე „პეისერზმა“ პერიმეტრიდან მეტოქის დაბომბვა ისევ წარმატებით გააგრძელა – ამჯერად „სცენაზე“ კრეიგი-დუარტეს წყვილი გამოვიდა, რომელთაც ჯამში 4 სამქულიანი ჩააგდეს და მასპინძელთა ჰანდიკაპი ბოლომდე ჩამოადნეს.

კარიერის საუკეთესო მატჩს ატარებდა პირველ წლიანი (რუქი) აიზია ჯექსონი, რომელმაც ბროგდონი-ლავერტის არყოფნაში შანსი მიიღო და მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა – 15 ქულა , 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა.

მესამე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე „გოლდენ სტეიტი“ სამ ქულას იგებდა, როდესაც მათმა მცველმა სულელური ფოლი აიღო ჯერემი ლემბზე, ამ უკანასკნელმა კი სამივე საჯარიმოს რეალიზება შეძლო და უკანასკნელი პერიოდის წინ ანგარიში გაათანაბრა 83-83.

null

მეოთხე მეოთხედი გოგასთვის წარუმატებლად დაიწყო – გარი პეიტონ II-მ ქართველს ბურთი თავზე „გადაატენა“, რაც „ინდიანას“ ცენტრს არ ესიამოვნა – მეტოქესთან ახლოს მივიდა და თავი თავზე მიარტყა – მსაჯებს ეს არ გამოსჩენიათ, გოგამ მეორე ტექნიკური მისცეს და მოედნიდან გააძევეს.

ბითაძემ პარკეტი 13 ქულით, 9 მოხსნით, 5 პასით და 1 დაფარებით დატოვა (31 წუთში).

ნომინალური ცენტრის გარეშე დარჩენილმა „ინდიანამ“ ბრძოლა გააგრძელა – ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე გუნდი სამ ქულას აგებდა, თუმცა ჭკვიანური კომბინაციის გათამაშების შემდეგ ჯასტინ ჰოლიდეი მარტო დარჩა მარჯვენა 45 გრადუსიან კუთხესთან და ჯრუ ჰოლიდეის ძმამ ანგარიშის გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო 110-110.

ოვერტაიმის სტარტზე „გოლდენ სტეიტი“ გალიდერდა, თუმცა ჯერ ბრისეტმა ჩააგდო, ხოლო შემდეგ კიფერ საიქსის დროც დადაგა – „ინდიანას“ სათადარიგო გამთამაშებელმა ზედიზედ 5 ქულა აიღო და სტუმრები 120-117 დაწინაურდნენ.

დარჩენილ მცირე დროში „ვორიორზმა“ 4 სამქულიანი ააცილა და მატჩი წააგო. „ინდიანამ“ 7 წამყვანი კალათბურთელის არყოფნის მიუხედავად ზღაპრულ მატჩში დაამარცხა ლიგის ერთ -ერთი საუკეთესო გუნდი და დაამტკიცა, რომ NBA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

Leave a comment

Your email address will not be published.