NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „შარლოტს“ უმასპინძლა. მატჩის დაწყების წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმს ბორეგომ საკუთარ გუნდს ერთი დავალება მისცა: „Let it fly”(ვიფრინოთ).
„ჰორნეთსმა“ მართლაც იფრინა – კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა და მეტოქეს სტუმრად 158 ქულა ჩაუგდო. ბრწყინვალე იყო კელი უბრე ჯუნიორი, რომელმაც პერიმეტრიდან 10 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 39 ქულით დაასრულა.
სტუმრებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და 12-3 დაწინაურდნენ. სასტარტო ხუთეულში მოასპარეზე გოგა ბითაძის კარგი ასპარეზობის ფონზე „ინდიანამ“ მალევე ამოქაჩა ეს ჩამორჩენა და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 1 ქულიანი ჩამორჩენით გავიდა 70-71.
მესამე მეოთხედი „შარლოტმა“ 7-0 გაქცევით დაიწყო, რომელიც მალე 13-2-ში გადაიზარდა. პერიოდის დამთავრებამდე 4:18 წუთით ადრე სტუმრები უკვე 104-82 იგებდნენ.
მასპინძლები რამდენადაც კარგები იყვნენ შეტევაში (ჩააგდეს 126 ქულა), იმდენად სუსტად გამოიყურებოდნენ დაცვაში – გაუშვეს რა 158 ქულა. განსაკუთრებით „ჩავარდა“ პერიმეტრის დაცვა – „ჰორნეთსმა“ სარეკორდო 24 სამქულიანი ჩააგდო.
მატჩში ინტრიგა აღარც დაბრუნებულა – „შარლოტმა“ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 158-126.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „შარლოტის“ სნაიპერი უბრე ჯუნიორი გახდა, რომელმაც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – 39 ქულა. მიმდინარე სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა ლამელო ბოლმა 29 ქულა, 10 მოხსნა, 13 პასი.
„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო გოგა ბითაძე იყო. ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 17 ქულა დააგროვა (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 2-
დან 1 საჯარიმო) და 6-ჯერ მოხსნა ბურთი მეტოქის კალათზე.
17 ქულა ქონდა ასევე აიზია ჯექსონს, 14-14 ლენს სტივენსონს და ტონი კრეიგს.