გოგა ბითაძეს არ ენდობიან

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. ლიგის გუნდები უკვე აქტიურად ემზადებიან და საგამოფენო მატჩებში იღებენ მონაწილეობას. “ინდიანა” Spectrum Center-ში ესტუმრა “შარლოტს” და მეტოქე 122-97 დაამარცხა.

null

გასაოცარი იყო “პეისერზის” მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაილის გადაწყვეტილება – საერთოდ არ მიეცა სათამაშო დრო გოგა ბითაძესთვის. ქართველი ცენტრი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა გუნდის ახალწვეულ დანიელ ტაისთან ერთად.

“ინდიანას” სასტარტო ხუთეული “ჰორნეტსის” წინააღმდეგ ასე გამოიყურებოდა – ტაირის ჰალიბარტონი გამთამაშებლად, კრის დუარტე მსროლელად, მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ბადი ჰილდი იდგა, მძიმე ფორვარდად ჯალენ სმიტი, ხოლო ცენტრად მაილს ტერნერი.

null

“პეისერზმა” პირველი მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით მოიგო 27:17, მეორე პერიოდშიც სტუმრების უპირატესობა იყო 32:26. მესამე მეოთხედის სტარტზე სტუმრებმა საკუთარი ჰანდიკაპი 20 ქულამდე გაზარდეს და შეხვედრას ყველანაირი ინტრიგა დაეკარგა. მწვრთნელებმა მოედანზე თითქმის ყველა მოთამაშე შემოუშვეს, ვინც კი განაცხადში იყო, თუმცა ბითაძე მაინც სკამზე დარჩა…

“ინდიანას” რიგებიდან ყველაზე შედეგიანი აარონ ნესმიტი იყო, რომელმაც 14 წუთში 16 ქულა მოაგროვა, წლევანდელ დრაფტზე მეექვსე ნომრად არჩეულმა ბენედიქტ მატურინმა 15 ქულა აიღო, 13 ქულა+6 მოხსნა ქონდა გოგას კონკურენტ აიზია ჯექსონს, 12-12 ქულა მოიპოვეს მაილს ტერნერმა და კრის დუარტემ.

“შარლოტის” რიგებიდან საუკეთესო ტერი როზიე გახდა 18 ქულით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *