გოგა ბითაძე VS სანდრო მამუკელაშვილი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკის“. იანის ანტეტენკუმპუს 26 ქულის და 13 მოხსნის წყალობით „ბაქსმა“ 118:100 იმარჯვა და NBA-ში ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია შვიდამდე გაზარდა.

შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – პირველი მეოტხედი ფრედ დასრულდა 26:26, მეორე პერიოდში მოქმედმა ჩემპიონებმა 26:21 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 52:47.

null

მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ჯრუ ჰოლიდეის შესანიშნავი თამაშის ფონზე (11 ქულა) „მილუოკიმ“ 39:27 გაქცევა მოუწყო მასპინძლებს და შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

მეოთხე მეოთხედი უკვე “გარბიჯ თაიმად” იქცა, მწვრთნელებმა მოედანზე „ღრმა“ სათადარიგოებს უხმეს და სწორედ მაგ დროს შემოვიდნენ პარკეტზე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკლეაშვილი. „ინდიანას“ ცენტრმა 5 წუთი ითამაშა და 1 მოხსნა მიითვალა, ხოლო „ბაქსის“ ქართველმა მძიმე ფორვარდმა 3 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

„მილუოკიმ“ ზედიზედ მეექვსე ურთიერშეხვედრა მოუგო „ინდიანას“ და „პეისერზისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. „ბაქსის“ რიგებში 23 ქულა+9 პასი+7 მოხსნა ქონდა ჯრუ ჰოლიდეის, 15 ქულა ბობი პორტისს, მიდლტონს კი 13. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ჰილმა(13) და კონაუტონმა(14) ჯამში 27 ქულა მიითვალეს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის „ინდიანას“ ცვლილებები სჭირდება. გუნდის ლიდერებმა ამჯერადაც საშინლად ითამაშეს – დომანტას საბონისს 22 წუთში მხოლოდ 4 ქულა ქონდა, ხოლო მაილზ თერნერს 23 წუთში 2 ქულა. უკანახაზის ლიდერმა მალკომ ბროგდონმა კი მატჩი 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

null

NBA-ს რეგულარულ სეზონში, „მილუოკის“ 21 ჩატარებული თამაშის შემდეგ 13 მოგება და 8 წაგება აქვს, იკავებს რა მეოთხე ადგილს აღმოსავლეთ კონფერენციაში. „ინდიანა“ კი ფსკერისკენ მიიწევს – 9 მოგებით და 13 მარცხით ბოლოდან მესამე, მეცამეტე ადგილზეა „გამაგრებული“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *