გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი „კლივლენდთან“

„ინდიანამ“ დაასრულა მზადება ახალი 2021/22 წლების სეზონისთვის. უკანასკნელ გასახურებელ მატჩში „პეისერზმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „კლივლენდს“ და 94:110 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებული შეხვედრისა, ინდიანაპოლისის გუნდის რიგებში გაიბრწყინა გოგა ბითაძემ, რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება შეასრულა.

ქართველი კალათბურთელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და სოლიდური 23 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 7-დან 4 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და ორი საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო.ბითაძე დაცვით ფუნქციებსაც იდეალურად ასრულებდა – ხუთჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა, ერთხელ კი მეტოქისაზე, ასევე სოლიდურად გამოიყურებოდა მისი 3 ბლოკშოტიც.

null

ნბა-ში „კავალიერზი’ ერთ ერთ ყველაზე მაღალ გუნდათ ითვლება, რომლებიც ხშირად ათამაშებენ სასტარტო ხუთეულში ერთბაშად ორ ცენტრს (ჯარეტ ალენი, ევან მოუბლი).

სასიამოვნოა, რომ სწორედ ასეთ „მძიმე“ გუნდთან გამოიჩინა თავი ქართველმა ცენტრმა.

მორიგი საგამოფენო მატჩი წააგო „მილუოკიმ“, რომელიც საკუთარ მოედანზე ამჯერად „დალასთან“ დამარცხდა 103:114. „ბაქსის“ ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 16 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება იყო.

სამწუხაროდ სანდრო მამუკელაშვილმა თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო (6 მცდელობიდან ყველა ააცილა), ქულები კი საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა (4-დან 4).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *