გოგა ბითაძის კარიერის საუკეთესო მატჩი NBA-ში

„ინდიანა პეისერზის“ ქართველი ცენტრი – გოგა ბითაძე სამი წელია თავის შანსს ელოდება, რომ თავი გამოიჩინოს NBA-ში და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

დღეს გამთენიისას კი მან ეს შანსი მიიღო – მაილს თერნერის ტრავმის ფონზე რიკ კარლაილმა „კლიპერსის“ წინააღმდეგ ქართველი პარკეტზე 25 წუთი შემოუშვა და არც უნანია – გოგამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 17 ქულა (კარიერის რეკორდი NBA-ში,8-დან 7 ორქულიანი, 1-1 სამქულიანი, 2-2 საჯარიმო ), 8 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ბითაძეს მხოლო 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ქონდა, ხოლო იმ დროის განმავლობაში, რაც მან მოედანზე გაატარა „პეისერზმა“ ჯამში 17 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა ლოს ანჯელესური კლუბის წინააღმდეგ.

null

შეხვედრის სტარტი „კლიპერსს“ ბევრად უკეთესი გამოუვიდა – ნიკოლას ბატუმის და რეჯი ჯექსონის ზუსტი სროლების ფონზე მასპინძლები 40-27 დაწინაურდნენ.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გოგა პარკეტზე შემოვიდა და დაასტაბილურა საკუთარი გუნდის თამაში დაცვაში. ქართველმა ცენტრმა ჯერ საბონისის, ხოლო შემდეგ დუარტეს პასების შედეგად ჩატენა ბურთი მეტოქის კალათში და შეამცირა მეტოქესათან ჩამორჩენა.

კოფიმ და მარკუს მორისმა მესამე პერიოდში „აიწყვიტეს“ – მოაოხრეს მეტოქის კალათი და მასპინძლები 19 ქულიანი სხვაობით „გაიქცნენ“. კარლაილმა ისევ გოგას უხმო „საშველად“ – პარკეტზე დაბრუნებულმა ბითაძემ ჯერ მარკუს მორისს დაუფარა ბრწყინვალედ, ხოლო შემდეგ კი იდეალურად უპასა დუარტეს, რომელმაც პერიმეტრიდან შედეგიანად გაისროლა.

null

„ინდიანამ“ 10-0 გაქცევა მოაწყო და შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე „პეისერზი“ დაცვაში „ჩავარდა“ – კალათბურთელებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, მეტოქეს მარტივი 2 ქულის აღების საშუალება მისცეს, რის შედეგადაც კლიპერსი 5 ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა და საფინალო სირენამდეც აღარ გაუშვია ხელიდან ეს უპირატესობა 139-133.

„ინდიანამ“ უკანასკნელი 11 თამაშიდან მეათე წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მესამეა (15 მოგება/29 მარცხი). გუნდს აშკარად ჭირდება ცვლილებები, რომელიც სავარაუდოდ მალე მოხდება – „პეისერზსს” ტრეიდების შედეგად გუნდის რომელიმე ლიდერი დატოვებს – ან საბონისი, ან ტერნერი.

Leave a comment

Your email address will not be published.