გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი „ფინიქსთან“

წამყვანი მოთამაშეების გარეშე დარჩენილი „ინდიანა“ აგრძელებს გასვლით ტურნეს ა.შ.შ-ს დასავლეთ სანაპიროზე. რიკ კარლაილის გაწვრთნილი გუნდი ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე „ფინიქსს“ (35-9) დაუპირისპირდა და 103-113 დამარცხდა.

დომანტას საბონისის და მაილს თერნერის ტრავმების ფონზე გოგა ბითაძე ისევ სასტარტო ხუთეულში მოხვდა და ქართველმა მასზე გაცემული ავანსები ისევ გაამართლა. ბითაძემ მისთვის სარეკორდო, 35 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.

გოგამ თამაშიდან 14-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 6 ჩააგდო (11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), ტრადიციულად აქტიური იყო მეტოქის ფარზე, სადაც 4 მოხსნაც „გამოადნო“.

„ფინიქსმა“ შეხვედრა უკეთესად დაიწყო და პირველი ტაიმის განმავლობაში 54.3%-ით უტევდა მეტოქის კალათს. კრის პოლს 14 ქულა და 9 პასი ქონდა, ბრიჯესს – 13 ქულა. „პეისერზის“ რიგებიდან გამორჩეული იყო დუარტე (11 ქულა). მატჩის პირველი ნახევარი „სანზმა“ 59-54 მოიგო.

მეორე ტაიმის სტარტზე დევინ ბუკერის ზუსტი სროლების ფონზე მასპინძლებმა 8-0 გაქცევა მოახერხეს და მალე მათი უპირატესოა 20 ქულიანი გახდა.

null

მეოთხე მეოთხედში „ფინიქსი“ 92-74 დაწინაურდა და თითქოს შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი გადაწყდა, თუმცა „პეისერზმა“ გაიბრძოლა – გოგა ბითაძის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე შეხვედრაში ინტრიგა მალევე დაბრუნდა – ქართველმა ცენტრმა 3 წამიანი ზონიდან უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა გუნდს და ამით თანაგუნდელებიც „გამოაცოცხლა“. მიზანი გაისწორეს ლენს სტივენსონმა და ჯერემი ლემბმა, სტუმრებმა კი სხვაობა 105-99-მდე შეკვეცეს.

დარჩენილ 4 წუთში „სანზის“ სათადარიგო ცენტრმა ბისმარკ ბიომბომ „გაიგიჟა თავი“, რომელმაც ჯამში სოლიდური ორმაგი დუბლი დადო (21 ქულა+13 მოხსნა+5 პასი) და საკუთარ გუნდს სეზონში 36-ე გამარჯვება მოუპოვა 113-103.

„შეზღუდული შემადგენლობით ვითამაშეთ, ჩაგვივარდა 2-3 მეოთხედები, სამაგიეროდ ძალიან კარგი იყო პირველი და მეოთხე პერიოდები. კიდევ ერთხელ დავინახე ჩემი გუნდის პოტენციალი, მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს“ – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რიკ კარლაილმა.

„ინდიანა“ 17 მოგებით და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. „პეისერზი“ საკმაოდ ჩამორჩება პლეი ინის ზონას და რისკავს რომ ვერ მოხვდეს პლეიოფში.
„ფინიქსმა“ დღევანდელი გამარჯვების ფონზე კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა ლიგაში. „სანზის“ ანგარიშზე 36 გამარჯვება და მხოლოდ 9 მარცხია.

Leave a comment

Your email address will not be published.