გოგა ბითაძის 12 ქულა და გამარჯვება “პორტლენდთან”

“ინდიანა პეისერზი” აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას. ინდიანაპოლისურმა გუნდმა ამჯერად “პორტლენდი” გაანადგურა 129-98 და სეზონში 25-ე გამარჯვება მოიპოვა.

“ინდიანას” სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში – ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა. მაღალი იყო გოგა “ვალიდობის” მაჩენებელი – იმ დროის განმავლობაში, როდესაც ბითაძე პარკეტზე იყო “პეისერზმა” მეტოქე ჯამში 17 ქულით დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 10-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 6 ბურთი ზუსტად ჩააგდო (9-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი).

null

“ინდიანამ” ბითაძის და ჯასტინ ანდერსონის(18 ქულა) კარგი ასპარეზობის ფონზე პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდო ანგარიშში ლიდერობა და საწყისი მეოთხედი 35-22 მოიგო.

მეორე პერიოდში უკვე შეცვლაზე შემოსულმა ტერი ტეილორმა(17 ქულა) და ჯალენ სმიტმა(17 ქულა) განაგრძეს “პორტლენდის” ტანჯვა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 69-48 მოიგეს.

მესამე მეოთხედში “ბლეიზერსი” გამოფხიზლდა – ჯოშ ჰარტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე (26 ქულა, თამაშიდან 13 ბურთი ესროლა, ჩააგდო 11) სტუმრებმა მეტოქესთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა ბოლო პერიოდში “ინდიანას” მსუბუქმა ფორვარდმა – ოშ ბრისეტმა “აიწყვიტა ჯაჭვები”(24 ქულა) და “პეისერზს” რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი მოაგებინა 129-98.

Leave a comment

Your email address will not be published.