NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ იორკმა” საკუთრ მედისონ სქვერ გარდენში უმასპინძლა “ინდიანას” და მძიმე ბრძოლაში 119-113 იმარჯვა.
“პეისერზის” ხელმძღანელები ვერ შეუთანხმდნენ გუნდის მთავარ ვარსკვლავს – მაილზ ტერნერს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ტრეიდისთვის ამზადებენ. რიკ კარლაილმა როტაციიდან ამოაგდო მაილზი, მის ნაცვლად კი პარკეტზე გოგა ბითაძე ვიხილეთ.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 3-ჯერ შეუტია მეტოქის კალათშ და ორი ბურთი ჩააგდო (ერთი სამქულიანი, ერთი ორქულიანი).
შეხვედრის სტარტზე მასპინძლები დომინირებდნენ – ჯალენ ბრანსონის და არ ჯეი ბარეტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ნიუ იორკმა” პირველი მეოთხედი 37-21 მოიგო, ხოლო მეორე 25-20.
მესამე პერიოდში “ნიქსის” ჰანდიკაპმა “პიკს” მიაღწია +25 (78-52). თითქოს შეხვედრაში ინტრიგა უკვე დაკარგული იყო, თუმცა “ინდიანა” სწორედ აქ გამოფხიზლდა. გოგა ბითაძემ და მისმა თანაგუნდელებმა “დიდი ქამბექი” შეასრუელეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობა 2 ქულამდე ჩამოადნეს.
შესანიშნავად გამოიყურებოდა ჰილდი-მატურინის სნაიპერთა დუეტი, რომლებმაც ჯამში 51 ქულა მოუტანეს გუნდს.
შეხვედრის უკანასკნელი წამები დრამატულ ბრძოლაში წარიმართა, სადაც საბოლოოდ მაინც მასპინძლებმა იმარჯვეს 119-113.
ნიუ-იორკი – ინდიანა 119:113 (37:21, 25:20, 33:40, 24:32)
ნიუ-იორკი:ბრანსონი (34), ბარეტი (27 + 8 მოხსნა), გრაიმსი (18), რენდლი (14 + 16 მოხსნა + 6 დაკარგვა), რობინსონი (10 + 9 მოხსნა + 5 ჩაჭრა) – სასტარტო; ქუიქლი (11), ტოპინი (5), ჰარტენშტაინი (0), მაკბრაიდი (0).
ინდიანა: ჰილდი (31 + 8 მოხსნა), ჰალიბარტონი (15 + 7 პასი), ნემბარდი (11), სმიტი (7), ჯონსონი (0) – სასტარტო; მატურინი (20), მაკონელი(14 + 8 მოხსნა + 7 პასი), ჯექსონი (5), ბითაძე (5), დუარტე (5), ტეილორი (0).