გოგა ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება „ჰიუსტონთან“

NBA-ს მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ ძალიან უჭირს. გუნდის ახალი მწვრთნელი – რიკ კარლაილი ცდილობს ის შემადგენლობა „იპოვოს“ რომელიც წარმატებას მოუტანს „პეისერზს“, თუმცა ექსპერიმენტები ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის.

ინდიანაპოლისურ გუნდს რეგულარულში უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3 ქონდა წაგებული და კრიზისულ ფონზე „ინდიანას“ ამჯერად უწევდა დაპირისპირება დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერ „ჰიუსტონთან“.

null

„პეისერზ“-ს 2 ლიდერი აკლდა – მალკომ ბროგდონს მარჯვენა ფეხის ტერფი აქვს დაზიანებული, ხოლო დომანტას საბონისს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი.მათ არყოფნაშ კი ლიდერობა საკუთარ თავზე მაილს თერნერმა და კარის ლევერტმა აიღეს.

„ინდიანას“ ცენტრმა სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 32 ქულა+10 მოხსნა, მშვენივრად მოირგო გამთამაშებლის ფუნქციები კარის ლევერტმაც – 24 ქულა+11 პასი.

3 მეოთხედის განმავლობაში აბსოლიტურად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა – არაერთხელ შეიცვალა ლიდერი, რამდენჯერმე დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელი 12 წუთეულის წინ „როკეტსი“ 94-91 იგებდა, როდესაც „პეისერზის“ მთავარი მწვრთნელის ასისტანმა ლოიდ პირსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გუნდი ზონურ დაცვაზე გადასულიყო. ამ ტაქტიკამ მალევე გაამართლა – „ინდიანა“ 10:2 გაექცა მეტოქეს და ამის შემდეგ აღარც დაუთმია ლიდერობა – 118:106.

დომანტას საბონისის ტრავმამ „გზა გაუხსნა“ გოგა ბითაძეს, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 6 ქულა (5-დან 3 სამქულიანი), 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) და 1 დაფარება იყო.

„ინდიანამ“ სეზონში მე-14 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზე იმყოფება, უსწრებს რა მხოლოდ „დეტროიტს“ და „ორლანდოს“.

მიუხედავად წაგებული თამაშისა, მშვენიერი სტატისტიკა ქონდა „ჰიუსტონის“ ლიდერს – კრისტიან ვუდს – 22 ქულა+8 მოხსნა, ტრავმა მოიშუშა და პარკეტზე დაბრუნდა 2021 წლის დრაფტის მეორე არჩევანი ჯეილინ გრინი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით თითქოს შეზღუდული დროით უნდა ეთამაშა, თუმცა 25 წუთი გაატარა მოედანზე და 20 ქულის მოგროვება შეძლო.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *