გოგა ბითაძის 6 ქულიანი დებიუტი “ორლანდოში”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ორლანდომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ინდიანას” და მძიმე ბრძოლაში 108-121 დამარცხდა.

“მეჯიქის” რიგებში შედგა გოგა ბითაძის დებიუტი – ქართველმა ცენტრმა პირველივე მატჩში თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

23 წლის ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი მის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1-დან 1 სამქულიანი და ერთიც საჯარიმო.

null

შეხვედრის სტარტი “ორლანდოსთვის” საკმაოდ მძიმე გამოვიდა – გუნდს არ მისდიოდა პერიმეტრიდან სროლები, 3 წამიან ზონაში კი “მაღლებს” ძალიან უჭირდათ მაილზ ტერნერის შეჩერება.

პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას “მეჯიქის” ძირითადმა ცენტრმა – ვენდელ კარტერ ჯუნიორმა 3 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მის მაგივრად პარკეტზე გოგა ბითაძე გამოვიდა, რომელმაც მალევე 6 ქულა+4 მოხსნა დააგროვა და “ორლანდო” თამაშში დააბრუნა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 52:51 მოიგეს – ფრანც ვაგნერის და პაოლო ბანკეროს ზუსტი სროლების ფონზე.

null

მესამე მეოთხედის სტარტზე “პეისერზი” მეტოქეს 17-2 გაექცა ანგარიშში და 68-54 დაწინაურდა. “ინდიანას” კალათბურთელებმა პერიმეტრიდან გაისწორეს მიზანი – ბადი ჰილდმა, ბენედიქტ მატურინმა და ტაირიზ ჰალიბარტონმა შორი დისტანციებიდან “ამოავსეს” მეტოქის კალათი და შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს.

3 წამიანი ზონისთვის ბრძოლა ულაპარაკოდ მოიგო მაილზ ტერნერმა, რომელმაც მატჩი 24 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.

შეხვედრის ბოლომდე ინტრიგა აღარ დაბრუნებულა – “ინდიანამ” მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 121-108.

ორლანდო – ინდიანა 108:121 (25:27, 27:24, 22:31, 34:39)

26 თებერვალი, 04.00, «Amway Center»

ორლანდო: ფ. ვაგნერი (21), ბანკერო (19), ფულცი (18), გ. ჰარისი (5), კარტერი (5 + 11 მოხსნა) – სტარტი; საგსი (14), ენტონი (8), მ. ვაგნერი (8), ბითაძე (6+6 მოხსნა+1 პასი), ბოლი (4), სკოფილდი (0).

ინდიანა: ტერნერი (24 + 8 მოხსნა), ჰალიბერტონი(15 + 14 პასი), ნემბარდი (13), ჰილდი (9), ნესმიტი (4) – სასტარტო; მატურინი(19), ნვორა (18 + 8 მოხსნა + 6 პასი), სმიტი (7 + 7 მოხსნა + 5 დაფარება), დუარტე (6), მაკონელი (6 + 7 პასი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *