დუბაიში, კარატეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი გოგიტა არქანიამ მოიპოვა!
ქართველი კარატისტი ფინალში იტალიელ სიმონე მარინოს შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 3:2 – დაამარცხა!
გოგიტა მსოფლიო ჩემპიონი აქამდეც ყოფილა, ეს 2014 წელს მოხდა.
ზაფხულში, 37 წლის კარატისტმა ოლიმპიადაზეც იასპარეზა და მეხუთე ადგილზე გავიდა.