გოდერძი შველიძე ბრივის შერკინებას გაწვრთნის

საქართველოს ნაკრების ყოფილი პირველხაზელი გოდერძი შველიძე დიდი ხნის განმავლობაში ბრივის ესპაუართა ანუ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მას გარჯა დაუფასა და მომავალი სეზონიდან შველიძე ძირითადი გუნდის შერკინების მწვრთნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ბრივში ექვსი ქართველი მორაგბე თამაშობს. ესენია: სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *