გოლდენ სტეიტის 19 ქულიანი “Comeback” და გამარჯვება “დალასთან”

NBA-ში გრძელდება დასავლეთ კონფერენციის ფინალი. სერიის მეორე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” 19 ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა “დალასს” და მძიმე ბრძოლაში 126:117 იმარჯვა.

ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “მავერიქსი” შეხვედრის სტარტზე დაწინაურდა – სლოვენიელი გამთამაშებელი ახლო და შორი დისტანციებიდან წარმატებით ბომბავდა მეტოქის კალათს, მეტოქე გუნდის სნაიპერებს კი “მიზანი ქონდათ არეული”.

null

მეორე მეოთხედის ბოლოსკენ, ლიეტუველმა დეივის ბერტანსმა მორიგი სამქულიანი ჩააგდო და “დალასის” ჰანდიკაპმა +19 მიაღწია. თითქოს ყველაფერი დასრულდა და “გოლდენ სტეიტი” მარცხს უნდა შეგუებოდა, თუმცა სტივ კერის გამოცდილმა გუნდმა რთული სიტუაციიდან “გამოასავალი მაინც იპოვა” – შეტევაში აქცენტი პერიმეტრიდან 3 წამიან ზონაზე გადაიტანა, კევინ ლუნი ერთმანეთის მიყოლებით აგროვებდა ქულებს (21), “მავერიქსის” უპირატესობამ კი “დნობა” დაიწყო.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე “ვორიორზმა” პირველივე შეტევაში სამქულიანი ჩაუგდო მოწინააღდეგეს და მატჩში პირველად გალიდერდა. 19 ქულიანი “ქამბექის” შესრულების” შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობაც უკვე მათ მხარეს იყო – ჯერ დრაიმონდ გრინმა გაისროლა ზუსტად შორი დისტანციიდან, რასაც კლეი ტომფსონის ზედიზედ აღებული 5 ქულა მოყვა.

“დალასი” ისევ დონჩიჩის ინდივიდუალიზმის ხარჯზე ახერხებდა შეხვედრაში ინტრიგის დატოვებას, თუმცა ყველა გადამწყვეტ მომენტში უკვე სტეფ კარიმ გამოიჩნა თავი – ლიგის “ოქროს ბიჭუნამ” უმნიშნელოვანესი ტყორცნების რეალიზაცია მოახერხა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა 126:117.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი იყო. “გოლდენ სტეიტის” სნაიპერმა 10 ნასროლი სამქულიანიდან 6 ჩააგდო.

“დალასის” რიგებიდან მორიგი ფეირიული შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა – 42 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი მატჩის მოსაგებად.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 2:0 გახდა “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ. სერიიის მომდევნო ორი მატჩი უკვე “დალასის” საკალათბურთო არენაზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.