“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

დაძაბული და საინტერესო გამოდგა საპლეიოფო დაპირისპირება “გოლდენ სტეიტსა” და “მემფისს” შორის. მეექვსე მატჩში “ვორიორზმა”  საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ “გრიზლის” და მეტოქე 110-96 დაამარცხა.

“გოლდენ სტეიტმა” საპლეიო სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ფინიქს/დალასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

42 წუთის განმავლობაში პარკეტზე აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 13 ჯერ შეიცვალა ლიდერი, არაერთხელ დაფიქსირდა ფრე. ბოლო 6 წუთში კი მასპინძლებმა “იძალეს” და ხელიდან გამოგლიჯეს გამარჯვება სტუმრებს.

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კლეი ტომფსონი იყო, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.

29 ქულა ქონდა სტეფ კარის (6 სამქულიანი), NBA-ს ყველადროის საუკეთესო სნაიპერმა ოდნავ მოგვიანებით გაისწორა მიზანი – მესამე მეოთხედის ბოლოსკენ ზედიზე 2 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს და მატჩში ინტრიგა დააბრუნა.

ბრწყინვალედ გამოიყურებოდა დრაიმონდ გრინი, რომელიც მოედნის ორივე ნახევარზე ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებდა – 14 ქულა+16 მოხსნა+8 პასი.

დაცვაში ძალიან მაგრად იმუშავა კევინ ლუნიმ (22 მოხსნა), ხოლო ბოლო 6 წუთეულის გმირი ენდრიუ ვიგინსი გახდა, რომელმაც დასკვნით პერიოდში 10 ქულა მოუტანა “ვორიორზს” (ჯამში 18 ქულა).

null

“მემფისის” რიგებიდან საუკეთესო დილონ ბრუქსი იყო, რომელმაც პლეიოფის პირადი რეკორდი დაამყარა 30 ქულით. “გრიზლის” სნაიპერმა თავის უხეშ სტილს არ “უღალატა” – ერთ ეპიზოდში ბინძური “ფოლი” აიღო სტეფ კარიზე, რისთვისაც ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

25 ქულა ქონდა დეზმონდ ბეინს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა სერიის გადასარჩენად.

შარშან, პლეი ინის ტურნირიზე “მემფისმა” “გოლდენ სტეიტი” გამოთიშა ასპარეზობას, წელს კი “ვორიორზმა” სრულფასოვანი რევანში აიღო და 2019 წლის შემდეგ პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში.

Leave a comment

Your email address will not be published.