“გოლდენ სტეიტი” სუპერ ფინალს მიუახლოვდა

სტეფ კარის და ენდრიუ ვიგინსის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად 109-100 დაამარცხა “დალასი” და საპლეიოფო სერიაში 3-0 დაწინაურდა.

null

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას, თუმცა “იგრძნობოდა” რომ “ვორიორზი” უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. მისი ლიდერები სტაბილურად აგროვებდნენ ქულებს, “მავერიქსიდან” კი მაღალ დონეზე ერთადერთი კაცი თამაშობდა – ლუკა დონჩიჩი, რომელმაც პირველი მეოთხედის ბოლოს “ბაზერ ბითერი” ჩააგდო და შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა 22:25.

null

საშინლად გამოიყურებოდნენ ტეხასური გუნდის სნაიპერები – რეჯი ბალოკმა და მაქსი კლებერმა ჯამში 12 სამქულიანი ააცილეს, შეხვედრა კი 0 ქულით დაასრულეს.

ასეთ შეცდომებს ისეთი გამოცდილი გუნდი, როგორიც “გოლდენ სტეიტია” უბრალოდ არ პატიობს – სტეფ კარიმ საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და “ვორიორზის” ჰანდიკაპი ორციფრიანი გახადა.

ენდრიუ ვიგინსმა ერთ მომენტში დომინანტურად “გადაატენა” ბურთი თავზე “დალასის” ლიდერ ლუკა დონჩიჩს და სტუმრები 93-83 დაწინაურდნენ.

მეოთხე მეოთხედში “მავერიქსმა” გაიბრძოლა – ლუკას, სპენსერ დინვიდის და ჯალენ ბრაუნსონის დაუღალავი შრომის შედეგად მასპინძლებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დროულად ჩაერთო საქმეში ჯორდან პული, რომელმაც საჭირო დროს “საჭირო ქულები” მოუტანა საკუთარ გუნდს და “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო “დალასს”.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენდრიუ ვიგინსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 11 მოხსნა იყო, სოლიდურად გამოიყურებოდა სტეფ კარის მონაგარიც – 31 ქულა, 11 პასი და 5 მოხსნა. ნელნელა სტაბილურობას იბრუნებს კლეი ტომფსონი (19 ქულა), ტრადიციულად ბევრი იშრომა კევინ ლუნიმ (12 მოხსნა).

“დალასის” რიგებში მორიგი ფეირიული მატჩი ქონდა ლუკა დონჩიჩს – სლოვენიელმა ფენომენმა 40 ქულა და 11 მოხსნა “გაშანსა”, 20 ქულა დააგროვა ბრანსონმა, 26 ქულა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა სპენსერ დინვიდიმ.

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 3-0 გახდა “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ. სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს ერთადერთი მოგება აშორებს სუპერ ფინალს.

NBA-ს პლეიოფების ისტორიაში ჯერ არავის ამოუქაჩავს 0-3 ჩამორჩენა.

სერიის მორიგი შეხვედრა ისევ დალასის საკალათბურთო არენაზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.