გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას მიუახლოვდა

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გოლდენ სტეიტმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბოსტონს და მეტოქე 104:94 დაამარცხა. საპლეიოფო სერიაში ვორიორზი 3:2 დაწინაურდა და სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს ერთი მოგებაღა სჭირდება, რათა ჩემპიონობა იზეიმოს.

null

“ოქროს შტატელებს” შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდათ – დრაიმონდ გრინის და ენდრიუ ვიგინსის დუეტი ბრწყინვალედ ასპარეზობდა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. გოლდენ სტეიტი 24-8 გაიქცა ანგარიშში.

ბოსტონს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა – გუნდმა პერიმეტრიდან საწყისი 12 სროლა გააფუჭა და პირველი მეოთხედი 16:27 დათმო.

null

მეორე პერიოდში, სტუმართა რიგებში საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი ჩააგდო და შეხვედრაში ინტრიგაც დააბრუნა. მასპინძლებმა მორიგი ტაიმაუტი აიღეს, წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა გოლდე სტეიტმა კი ისევ დაიბრუნა სოლიდური ლიდერობა – ამჯერად კლეი ტომფსონმა ჩასვა ზედიზედ 2 სამქულიანი და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმი 51:39 მოაგებინა.

მესამე მეოთხედის სტარტზე ბოსტონი “აფეთქდა” – ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 5 სამქულიანი ჩაააგდო და ჩამოადნო მეტოქის უპირატესობა, ვორიორზს კი დიდი გამყინვარება დაეწყო – მასპინძლებმა ზედიზედ 14 სამქულიანი გააფუჭა და სელტიქსს ანგარიშში წინ გასვლის საშუალება მისცა 71:67.

null

სტეფ კარის არ წაუვიდა თამაშიდან სროლები, სწორედ ამ მიზეზით სტივ კერმა გუნდის ლიდერი სკამზე დასვა დასასვენებლად, მის ნაცვლად კი მოედანზე პული შემოუშვა. ჯორდანმა პარკეტზე როგორც კი ფეხი შემოდგა ეგრევე სამიანი ჩააგდო, მესამე მეოთხედის უკანასკნელ წამზე კი ცენტრიდან გაისროლა “ბაზერ ბითერი” და ბოლო 12 წუთეულს მასპინძლები ლიდერის რანგში შეხვდნენ 75:74.

გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში ენდრიუ ვიგინსის თაოსნობით გოლდენ სტეიტმა მეტოქეს აღარანაირი შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებლად მოუგო მატჩი 104:94.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვორიორზის მსუბუქი ფორვარდი – ენდრიუ ვიგინსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, მშვენიერი მატჩი ჩაატარა დრაიმონდ გრინმა – 8 ქულა+8 მოხსნა+6 პასი. 21 ქულა დააგროვა კლეი ტომფსონმა, 14- სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ჯორდან პულმა.

სრულიად ჩაუვარდა მატჩი სტეფ კარის – გოლდენ სტეიტის ლიდერმა 22 მცდელობიდან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 9 ბურთი ესროლა და მიზანს ყველა აცდა.

ბოსტონის რიგებში ყველაზე მეტად ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა – 27 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. 20 ქულა ქონდა მარკუს სმარტს, 18 ჯეილენ ბრაუნს. სელტიქსმა 31 საჯარიმო ესროლა და მხოლოდ 21 ჩააგდო. სწორედ ეს 10 დაკარგული ქულა იყო სხვაობა გუნდებს შორის.

გოლდენ სტეიტი სერიაში 3:2 დაწინაურდა და ერთადერთი მოგება აშორებს ჩემპიონობას. მორიგი მატჩი უკვე ბოსტონის TD GARDEN-ში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.