გოლდენ სტეიტმა ბოსტონი გაანადგურა

Golden State Warriors guard Stephen Curry, right, celebrates with forward Draymond Green (23) during the first half of Game 1 of basketball's NBA Finals against the Boston Celtics in San Francisco, Thursday, June 2, 2022. (AP Photo/Jed Jacobsohn)

NBA-ში გრძელდება სუპერ ფინალი. სერიის მეორე შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ბოსტონს” და მეტოქე 107-88 გაანადგურა.

მატჩის სტარტზე “სელტიქსი” უკეთესად გამოიყურებოდა – ჯეილენ ბრაუნმა პირველ მეოთხედში 3 სამქულიანი ჩააგდო და სტუმრები ანგარიშში დაწინაურდნენ.

მასპინძელთა რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა სტეფ კარი, რომელიც საშუალო და შორი დისტანციებიდან ბომბავდა მეტოქის კალათს. “ვორიორზის” ოქროს ბიჭუნამ დირიჟორის ფუნქციაც კარგად შეასრულა და თანაგუნდელებს არაერთი ბრწყინვალე პასი მიაწოდა.

null

სტუმრებს საკმაოდ მაღალი ქონდათ ტექნიკური წუნი – ბურთს ხშირად კარგავდნენ და GSW სწრაფ კონტრშეტევაზე მარტივ ქულებს იღებდა.

სერიის წინა შეხვედრაში ალ ფორფორდს 26 ქულა ქონდა, დღევანდელ მატჩში კი დომინიკელი მეტოქის კალათს თითქმის არ უტევდა.”ჩამქრალი” იყო წლის საუკეთესო დამცველი მარკუს სმარტი – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ბოსტონი თუ თამაშში რჩებოდა ეს ტეიტუმ+ბრაუნის ტანდემის დამსახურება იყო.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 52-50 მოიგეს, მესამე მეოთხედში კი გოლდენ სტეიტმა მეტოქე უბრალოდ გაანადგურა – სტეფ კარიმ პერიმეტრიდან გააგრძელა დომინაცია შორი დისტანციებიდან, ვორიორზის ჰანდიკაპი კი ორციფრიანი გახდა.

null

“ბოსტონისთვის” ფსიქოლოგიურად დამანგრეველი იყო მესამე პერიოდის ბოლო წუთი, როდესაც ჯორდან პულმა ზედიზედ ორჯერ ჩააგდო ბურთი ცენტრიდან და ყველანაირი ინტრიგაც მოკლა.

მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 35-14 მოიგეს და ბოლო პერიოდს 20 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. გოლდენ სტეიტს აღარ გასჭირვებია შეხვედრის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი იყო – 29 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. სოლიდურად გამოიყურებოდა სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ჯორდან პული – 17 ქულა. არ წაუვიდა სროლები კლეი ტომფსონს, რომელმაც თამშიდან 19-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ ოთხჯერ მიაღწია მიზანს (11 ქულა).

“ბოსტონის” რიგებიდან კი გამოირჩა ჯეისონ ტეიტუმი – 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი. 17 ქულის ასაღებად 17 სროლა დასჭირდა ჯეილენ ბრაუნს. უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ მარკუს სმარტი(2 ქულა) და ალ ჰორფორდი (2 ქულა).

სერიაში ანგარიში 1-1-ია. მომდევნო ორი მატჩი ბოსტონის საკალათბურთო დარბაზ “TD GARDEN”-ში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.