“გოლდენ სტეიტმა” “მემფისთან” გამარჯვება “მოიპარა”

MEMPHIS, TN - MAY 1: Jordan Poole #3 hi-fives Stephen Curry #30 of the Golden State Warriors during Game 1 of the 2022 NBA Playoffs Western Conference Semifinals on May 1, 2022 at FedExForum in Memphis, Tennessee. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Joe Murphy/NBAE via Getty Images)

NBA-ში სტარტი აიღო პლეიოფის მეორე სტადიამ – კონფერენციის ნახევარფინალებმა. რეგულარულში მეორე ადგილზე გასულმა “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და დრამატულ ბრძოლაში 116:117 დამარცხდა.

null

შეხვედრის სტარტი “გრიზლის” უკეთესი გამოუვიდა – გუნდის ლიდერმა ჯა მორანტმა 2 შორეული სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები 6 ქულიანი სხვაობით დააწინაურა. “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში “დაბალი” ხუთეული დააყენა, რითაც მეტოქეს უპირატესობა მისცა სამწამიან ზონაში, თუმცა პერიმეტრი გააძლიერა.

null

მასპინძელთა მძიმე ფორვარდმა ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა პირველი მეოთხედის ბოლოს ზედიზედ ორი “ენდ ვანი” შეასრულა და საკუთარი გუნდის ჰანდიკაპი +8-მდე აწია 32:24.

მეორე პერიოდში პარკეტზე გამოჩნდა სტუმართა უკანახაზელი ჯორდან პული, რომელმაც საწყისი 3 სროლა გააფუჭა, თუმცა შემდეგ “ჩაჯდა რიტმში” და სტუმართა მეორე ხუთეულს ულიდერა. მოზღვავებული პერსონალური ფოლების გამო სათამაშო დრო შეეზღუდათ სტეფ კარის და კლეი ტომფსონს, ამ დროს კი პულის ლიდერობა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.

null

პირველი ტაიმის ბოლოს დრაიმონდ გრინმა იუხეშა – ჰაერში “აწეულ” მეტოქეს ჯერ ხელი მიარტყა, შემდეგ მაისურზე დაქაჩა და ძირს დააგდო. მსაჯებმა გადახედეს ეპიზოდს და მეორე ხარისხის არასპორტული ჯარიმით გრინი თამაშიდან გააგდეს.

“მემფისმა” მეორე ტაიმი აღმაფრენით დაიწყო – ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა ნამდვილი შოუ-წარმოდგენა დადგა პარკეტზე, როდესაც 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და მესამე მეოთხედი 17 ქულით დაასრულა. ტრადიციულად კარგი იყო ჯა მორანტი, რომელიც არ თაკილობდა შავი სამუშაოს შესრულებასაც.

მეოთხე მეოთხედში “ვორიორზის” ნსაიპერები პარკეტზე როგორც კი დაბრუნდნენ სიტუაცია მაშინვე დაიძაბა – კარი+ტომფსონის დუეტმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო სამქულიანების ჩაყრა, საპირისპირო მხარეს კი საშნლად გამოიყურებოდნენ მასპინძელთა “ვინგები” – ბეინი და ბრუკსი (23-დან 6 სროლა ჩააგდეს).

null

შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე კლეი ტომფსონმა გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო და “გოლდენ სტეიტი” წინ გაიყვანა 117:116. “მემფისმა” საპასუხო შეტევაში ბურთი ჯა მორანტზე “მიიტანა”, რომელმაც სამწამიან ზონაში მარცხენა მხრიდან შეაღწია, არასამუშაო ხელით ესროლა და ააცილა. იქვე გაისმა ფინალური სირენის ხმაც და შეხვედრა დასრულდა “ვორიორზმა” მემფსიში გამარჯვება “მოიპარა”.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი ჯორდან პული გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი იყო. 24 ქულა დააგროვა სტეფ კარიმ, ხოლო ტომფსონმა 15.

მასპინძელთა რიგებში სამმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა ჯარენ ჯექსონ ჯუნიორს 34 ქულა+9 მოხსნა+10 პასი, ორმაგი დუბლი შეასრულა ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 33+10, თუმცა მხოლოდ ამ ორი კალათბურთელის კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი “ვორიორზის” დასამარცხებლად.

“გოლდენ სტეიტი” საპლეიოფო სერიაში 1:0 დაწინაურდა და საკუთარი მოედნის უპირატესობა წაართვა “გრიზლის”. მომდევნო შეხვედრაც “მემფისის” Fed Ex Forum-ზე გაიმართება.

null

აღმოსავლეთ კონფერენციაშიც აიღო სტარტი ნახევარფინალურმა სტადიამ. მეორე ნომრად განტესილმა “ბოსტონმა” 89:101 წააგო მოქმედ ჩემპიონ “მილუოკისთან” და დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ბაქსის” ლიდერი – იანის ანტეტენკუმპო გახდა,რომლის ანგარიშზეც სამმაგი დუბლი – 24 ქულა, 13 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.