ევროისტორია… ავსტრიელმა მიხაელ გრეგორიჩმა ჩრდილოეთ მაკედონიას რომ გაუტანა, ის გოლი მე-700 გამოდგა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. რა თქმა უნდა, საუბარია, ფინალურ ეტაპებზე და არა შესარჩევებიანად.
პირველი გოლი 1960 წელს იუგოსლავიელმა მილან გალიჩმა გაუტანა ფრანგებს. იუგებმა მაშინ 5:4 მოუგეს მასპინძლებს, ფინალშიც წინ იყვნენ საბჭოთა კავშირთან, მაგრამ ჯერ სლავა მეტრეველმა გაათანაბრა, დამატებით დროში კი ვიქტორ პონედელნიკმა შეაგდო მიხეილ მესხის პასით.
საიუბილეო გოლებს ჩამოვწერთ:
1 – მილან გალიჩი (იუგოსლავია-საფრანგეთი, 1960)
100 – ალენ ჟირესი (საფრანგეთი-ბელგია, 1984)
200 – კიმ ვილფორტი (დანია-გერმანია, 1992)
300 – ზლატკო ზაჰოვიჩი (სლოვენია-იუგოსლავია, 2000)
400 – ტიერი ანრი (საფრანგეთი-შვეიცარია, 2004)
500 – ჩავი (ესპანეთი-რუსეთი, 2008)
600 – ნანი (პორტუგალია-ისლანდია, 2016)
700 – მიხაელ გრეგორიჩი (ავსტრია-ჩრდ.მაკედონია, 2020)
გრეგორიჩმა გოლი მაისურის გამოჩენით აღნიშნა. ზედ კრისტიან ერიქსენის გამამხნევებელი სიტყვები ეწერა…