კრიშტიანუ რონალდუმ ვესტ ჰემს სტუმრად გაუტანა. ეს „ლონდონ სტედიუმზე“, რომელიც ვესტ ჰემის ახალი არენაა. მხოლოდ ტოპ-5 ლიგა რომ ჩავთვალოთ, რონალდუმ უკვე 66-ე სტადიონზე გაიტანა გოლი…
ეს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია – ტოპ 5 ლიგაში 64 სტადიონზე აქვს გატანილი.
აი, რონალდუს განცხადებაც Instagram-ზე ვესტ ჰემთან თამაშის მერე: „ინგლისის პრემიერლიგის ყველა თამაში არის ბრძოლა, სამი ქულისთვის ყველაფრის გაღება. დღეს ყველაფერი გამოვცადეთ, მაგრამ ჩვენ გზაზე ვდგავართ. მიზნებისთვის ერთად! უფრო ძლიერად! შემართებულები? წინ, „ეშმაკებო“.