გოლი გოლზე – ქვილითაიამ აპოელში ისევ გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში, აპოელმა აპოლონს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 50-ე წუთზე როცა ანგარიში 0:1 იყო, გიორგი ქვილითაიამ ანგარიში გაათანაბრა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ჩვენებურის ანგარიშზე უკვე 6 გოლია.

რაც შეეხებათ აპოელის სხვა ქართველებს ბუბა დაუშვილს და ლაშა დვალს, ორივე სათადარიგოზე გახლდათ.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 49 ქულით მე-2 ადგილზეა და აეკ ლარნაკას 1 ქულით ჩამორჩება. სათქმელია, რომ აეკს 1 თამაშით მეტი აქვს სათამაშო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *