გოლი გოლზე – ქვილითაიამ კვიპროსში ისევ გაიტანა (ვიდეო)

გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსის თასის 1/8 ფინალში გაიტანა. აპოელმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში სწორედ ქვილითაიამ გახსნა, რომელმაც მე-18 წუთზე შეაგდო.

სასიამოვნოა, რომ ჩვენებური შესაშურ ფორმაშია. ბოლო 6 მატჩში გიორგიმ უკვე 5 გოლი გაიტანა, ისე კი ამ სეზონში მის ანგარიშზე 13 შეხვედრა და 6 გოლია.

ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილმა კი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

Leave a comment

Your email address will not be published.