გოლი საიდან და რა ტრაექტორიით… (+ვიდეო)

დღის გოლი. შალკე ბუნდესლიგაში წინა ტურში დაბრუნდა, დღეს კი ბოლო მატჩი ჩაატარა სეზონში  და 88-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო: ნიურნბერგთან გასვლაზე 2:1.

სიმონ ტეროდემ თავისი ნახევრიდან დაარტყა და ბურთმა ლამაზად მოხაზა ტრაექტორია.

სხვათა შორის, სწორედ ტეროდე გახდა მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 30 გოლით.

Leave a comment

Your email address will not be published.