გომესი: იცოდეთ სიმართლე! გასპერინი თავს დამესხა

არგენტინელმა ნახევარმცველმა ალეხანდრო პაპუ გომესმა დეტალებში მოჰყვა, თუ როგორი კონფლიქტი ჰქონდა ატალანტაში მწვრთნელ ჯანპიერო გასპერინისთან. მერე გომესი ატალანტადან სევილიაში გადავიდა… არგენტინელმა La Nacion-ს უთხრა, რომ გასპერინი ფიზიკურ შეურაცხყოფას ცდილობდა.

„ჩემპიონთა ლიგაში დანიის მიდტიულანდს ვხვდებოდით. შესვენებამდე 10 წუთი რჩებოდა და გასპერინი მეძახოდა, რომ მარჯვნიდან მეთამაშა, არადა მარცხნიდან მშვენივრად მიმდიოდა საქმე. მე ფლანგის შეცვლაზე უარი ვუთხარი. ეს კამერებში გამოჩნდა.

…გასპერინი გაბრაზდა და მივხვდი, შესვენებისას შემცვლიდა. ასეც მოხდა მაგრამ გასახდელში ის ზომას გადასცდა. თავს დამესხა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აპირებდა და დააკავეს. კლუბის პრეზიდენტ ანტონიო პერკასისთან შეხვედრა მოვითხოვე. ვაღიარე, რომ შევცდი, როცა ფლანგის შეცვლაზე უარი ვთქვი, რადგან კაპიტანი ვიყავი და ეს არ იყო სამაგალითო საქციელი. თუმცა მოვითხოვე მობოდიშება გასპერინისგანაც.

…მეორე დღეს გუნდი რომ შეიკრიბა, მე საჯაროდ ბოდიში მოვიხადე მწვრთნელს, მისგან კი იგივე ვერ მივიღე. რამდენიმე დღეში პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გასპერინისთან ვერ ვიმუშავებდი და წასვლა ვითხოვე. სემადგენლობიდან ამომაგდეს და რეზერვისტებთან მავარჯიშებდნენ. საზიზღარი საქციელი კლუბისგან, სადაც 7 წელი გავატარე და ბევრი რამ მივეცი.

…ესაა მთელი ისტორია: ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. ისინი იმსახურებენ სიმართლის გაგებას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *