გორან დრაგიჩი “ბრუკლინში” გადავიდა

თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე გორან დრაგიჩმა თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – სლოვენიელმა კალათბურთელმა კონტრაქტი გააფორმა “ბრუკლინ ნეთსთან” – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი შემს ჩარანია.

სლოვენიელმა გამთამაშებელმა 2021-22 წლების სეზონი “ტორონტო რაპტორზში” დაიწყო. სატრანსფერო დედლაინის წინ კანადურმა კლუბმა გორანი “სან ანტონიოში” გაცვალა თადეიუშ იანგის სანაცვლოდ. განხორციელებული ტრეიდის შედეგად “რაპტორზმა” ასევე მიიღო დრიუ ებანქსი და 2022 წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანი “დეტროიტისგან”.

“სპურსმა” გადაწყვიტა გამოესყიდა 35 წლის დრაგიჩს კონტრაქტი, რის შედეგადაც სლოვენიელი თავისუფალი აგენტი გახდა.

null

“ბრუკლინის” მთავარ მწვრთნელ სტივ ნეშს ძალიან სურდა, რომ თავის გუნდში მოეყვანა გორანი. ნეში პირადად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და თავად დაარწმუნა სლოვენიელი, რომ მის გუნდში გადმოსულიყო.

შეგახსენებთ, რომ ადრეულ წლებში სტივ ნეში და გორან დრაგიჩი თანაგუნდელები იყვნენ “ფინიქს სანზში”.

გორან დრაგიჩის დამატებაზე ინტერესს ასევე გამოთქვამდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “კლიპერსი”, “ლეიკერსი”, “მილუოკი ბაქსი” და “ჩიკაგო ბულზი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *