გორან ივანიშევიჩი:“ჯოკოვიჩის მწვრთნელობა დიდი სტრესია“

2001 წლის „უიმბლდონის“ გამარჯვებულმა და ამჟამად ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა – გორან ივანიშევიჩმა საინტერესეო თემებზე ისაუბრა და აღიარა, რომ „ნოლესთან“ მუშაობა დიდ სტრესთან არის დაკავშირებული.

„ჩოგბურთის თამაში გაცილებით უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მწვრთნელობა. ვფიქრობ, საბოლოოდ ალბათ მაინც უკეთესი მწვრთნელი გავხდები ,ვიდრე ჩოგბურთელი ვიყავი.

null

საშუალება მომეცა არაერთ დიდ ჩოგბურთელთან მემუშავა, მათთან ერთად „დიდი სლემის“ ტურნირებიც მოვიგე, თუმცა ყველა მათგანი განსხვავებულია, ცალკეული ინდივიდია.

პირველი დიდი სლემის ტურნირი მარინ ჩილიჩის მწვრთნელობისას მოვიგე 2014 წელს – ვერასდროს ვერ დავივიწყებ ამ ისტორიას. ეს გახლდათ რაღაც განსაკუთრებული და დაუჯერებლად მაგარი ზღაპარი, რომელიც გამარჯვებით დასრულდა.

ძალიან საინტერესო იყო მილოშ რაონიჩთან მუშაობა, ისევე როგორც ტომაშ ბერდიხთან.

null

ახლა ჯოკოვიჩის მწვრთნელი ვარ, რომელიც შესაძლოა ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

როგორც მწვრთნელმა თითოეული ჩოგბურთელისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და უდიდესი გამოცდილება მივიღე.

სიმართელ რომ გითხრათ, სამწვრთნელო საქმიანობა ძალიან რთულია, მუდმივად დაძაბული ხარ და მოდუნების უფლება უბრალოდ არ გაქვს.
ნოვაკთან მუშაობა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ ტურნირზე თუნდაც ფინალში გასვლა წარმატებად არ ითვლება, კარგი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობაა.

თუმცა მე მომწონს ასეთ პირობებში მუშაობა და ვთვლი რომ, როგორც მწვრთნელი განვითარების სწორ გზაზე ვდგევარ.

ნათამაშები მატჩების სტატისტიკური ანალიზის გაკეთება უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. შემიძლია ნოვაკს მივაწოდო მილიონი ინფორმაცია მის სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელზე, თუმცა არის შანსი ამ ყველაფერმა არიოს ნოვაკი.

არსებობს ფორმა და დოზა, თუ რა სტატისტიკას უნდა გაეცნოს პროფესიონალი ჩოგბურთელი, ყველაფრის ნახვა და გაანალიზება მათთვის საჭირო არ არის.

null

ჯოკოვიჩი პერფექციონისტია, რაც დღეს კარგ შედეგად ითვლება, ხვალ უკვე დამაკმაყოფილებელი აღარ არის.

ერთი დღითაც არ შეიძლება გაჩერება, მუდმივად უნდა ეძებო განვითარების გზა, წინააღმდეგ შემთვევაში კონკურენტები უბრალოდ გაჯობებენ.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *