წარმატებული გამოდგა გასული კვირა ქართველი ჩოგბურთელებისთვის. ეკო გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ მსოფლიო რეიტინგში წინ წაიწიეს და გაიუმჯობესეს პოზიციები.
გორგოძე აგრძელებს პირადი რეკორდების დამყარებას – გასულ კვირასთან შედარებით 3 საფეხური “მოიგო” და ამჟამად 126-ე ჩოგანია.
მარიამ ბოლქვაძემ 5 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 156-ე ნომერია. მიმდინარე კვირაში საქართველოს მეორე ჩოგანი ლიონის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს და კარგი შანსი ექნება წინსვლის(პირველ რაუნდში ხვდება სორანა კირსტეას).
სლოან სტივენსმა გასულ კვირას გვადალახარას ტურნირი მოიგო. ეს მისი პირველი დიდი წარმატებაა 2018 წლის შემდეგ.ამერიკელმა 280 ქულა გამოიმუშავა და 57-ე პოზიციიდან 39-მდე აღზევდა.
Confetti queen 🎊🏆@SloaneStephens | #AbiertoAKRON pic.twitter.com/tknYNsHB5v
— wta (@WTA) February 28, 2022
გასულ კვირას, დოჰას მასტერსი იგა შვიონტეკმა მოიგო და გამომუშავებული ქულების ფონზე მერვე პოზიციიდან მეოთხემდე აღზევდა. პოლონელმა 2021 წლიდან მოყოლებული 1000-იანთა კატეგორიის ტურნირებზე გამართული 21 მატჩიდან 17 მოიგო (2 ტიტული – რომი 2021, დოჰა 2022), მასზე მეტი მხოლოდ ჯესიკა პეგულიას (19) და ეშლი ბარტის(18) აქვთ.
2022 #QatarTennis champion 🇵🇱 @iga_swiatek is enjoying her best start to a season in her young career 🤘
The 20-year-old joined the @WTA_insider Podcast to reveal the secret to her success 🎙👇
— wta (@WTA) February 28, 2022
დოჰას ტურნირის ფინალისტს – ანეტ კონტავეიტს რეიტინგის ტოპ 5-ში დებიუტი აქვს. 26 წლის ესტონელმა 2022 წლის სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო – 16 გამართული მატჩიდან 13 მოიგო.
ცუდ ფორმაშ მყოფმა არინა საბალენკამ რეიტინგში მეორე პოზიცია დაკარგა და იგი ჩეხმა ბარბორა კრეიჩკოვამ ჩაანაცვლა.
17 წლის კოკო გაუფმა ჯესიკა პეგულიასთან ერთად დოჰას წყვილების ტურნირი მოიგო, რამაც საშუალება მისცა ამერიკელ თინეიჯერს წყვილთა თანრიგის ტოპ 10-ში შესულიყო.