რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, ტრანსფერების დედოფალი, მარინა გრანოვსკაია ჩელსის დირექტორი აღარ არის. მის მოვალეობას დროებით კლუბის ახალი მფლობელი, ტოდ ბოელი შეასრულებს.
დღეს ჩელსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოელის ახლი მმართველი გუნდის წინასწარი სია გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ცნობილი დირქტორი გრანოვსკაია კლუბში აღარ იმუშავებს. თუმცა, იქვეა მითითებული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ის ახალ მფლობელს დაეხმარება.