ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპადის მეოთხედფინალში წააგო… 81 კგ წონით კატეგორიაში. ტატო მონღოლ საედ მოლაეის ვაზარით უგებდა, მაგრამ მეტოქემ ვაზარითვე გაათანაბრა, მერე კი ისევ ვაზარი შეასრულა. საკამათო ეპიზოდი იყო, დიდხანს არჩევდნენ და მსაჯებმა ქართველის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, ტატომ პირველი წრე გამოტოვა (განთესილი იყო), მეორეში ტაჯიკს აჯობა, მესამეში კორეელს, აი, მეოთხედფინალში კი მონღოლს ვერაფერი მოუხერხა.
ჯერ რჩება ბრინჯაოს შანსი. ტატო რეპეშაჟში გადავიდა. საწყენია, რომ ჩემპიონობას ვეღარ მოახერხებს…