გრიგალაშვილი – მოგება და ერთი ნაბიჯი ბრინჯაომდე

ტატო გრიგალაშვილმა რეპეშაჟში უზბეკ ბოლტაბოევს მოუგო და ბრინჯაოს მოპოვების კარგი შანსი აქვს. ტატოს დიდად არ გასჭირვებია აზიელის დამარცხება…

 

ეს 81 კგ წონით კატეგორიაა… ქართველი მომდევნო შეხვედრას ნახევარფინალში წაგებულთან ჩაატარებს: ამ წონაში თავიდან ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ბელგიელ კასისთან. ბელგიელმა იაპონელ ნაგასესთან წააგო.

 

შეგახსენებთ: სამწუხაროდ, გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში მსაჯის საკმათო გადაწყვეტილების შედეგად წააგო მონღოლ საიდ მოლაეისთან. მონღოლი ფინალში გავიდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *