მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ანტუან გრიზმანა ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
“ვიცით, რომ რთული ფინალი იქნება: ლეო მესი და არგენტინელებით სავსე სტადიონი… მიუხედავად ამ სირთულისა, ჩვენ გვყავს გუნდი და მწვრთნელი, რომელიც ასეთი მატჩებისთვის გვამზადებს. შეგიძლიათ გვენდოთ, მზად ვიქნებით და სიტუაციას გავუმკლავდებით.
მაგარი თამაში გველოდება. არგენტინა ძლიერი მეტოქეა და აქამდე მოსასვლელად დიდი სამუშაო გასწიეს. ლეო ნახევარფინალში ბრწყინვალე იყო. ვგრძნობთ, ის წესრიგშია, მშვიდი და აუღელვებელია.
მატჩისთვის რამდენად კარგად მოვემზადებით, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული,” – თქვა გრიზმანმა