ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალში, საფრანგეთის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში მიკელ ოიარსაბალმა გახსნა, ფრანგთა მხრიდან კი კარიმ ბენზემამ და კილიან მბაპემ შეაგდეს.
აღნიშნული მატჩი განსაკუთრებული იყო ანტუან გრიზმანისთვის. მამლების ლიდერმა ეროვნულ გუნდში მეასე მატჩი ჩაატარა.
გრიზმანს ნაკრებში დებიუტი 2014 წლის 5 მარტს ნიდერლანდებთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. განვლილ 100 თამაშში მან 41 გოლი გაიტანა და თანამემამულეებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
იმ ფეხბურთელების სია, რომლებმაც საფრანგეთის ნაკრებში 100 ან მეტი მატჩი ჩაატარეს შემდეგნაირია:
1. ლილიან ტურამი (142)
2. უგო ლორისი (134)
3. ტიერი ანრი (123)
4. მარსელ დესაი (116)
5. ოლივიე ჟირუ (110)
6. ზინედინ ზიდანი (108)
7. პატრიკ ვიეირა (107)
8. დიდიე დეშამი (103)
9. ანტუან გრიზმანი (100)