გრიზმანს დუბლი ჩამწარდა – ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაში პირველად მოხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ატლეტიკომ ლივერპულს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. როხიბლანკოს მხრიდან ორივე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში გააგდეს.

საინტერესოა, რომ გრიზმანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში დუბლი შეასრულა და იმავე თამაშში წითელი ბარათი მიიღო. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი ბარსელონადან ატლეტიკოში წელს აგვისტოს ბოლოს იჯარის წესით დაბრუნდა. ამ სეზონში გრიზმანმა 8 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და სამივეჯერ თავი ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *