გრიზმანს ჩემპიონი იწვევს

France's forward Antoine Griezmann takes part in their MD-1 training session at the National Arena in Bucharest on June 27, 2021, on the eve of their UEFA EURO 2020 round of 16 football match against Switzerland. (Photo by FRANCK FIFE / AFP) (Photo by FRANCK FIFE/AFP via Getty Images)

ანტუან გრიზმანმა კარიერა შესაძლოა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს. Footmercato-ს ცნობით, ბარსელონას ფორვარდს მანჩესტერ სიტი იწვევს. გრიზმანს ამ საკითხზე პირადად პეპ გვარდიოლა ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მე-7 ნომრის გაყიდვაზე ბარსელონაშიც ფიქრობენ, რადგან გუნდში ფინანსური პრობლემებია

გრიზმანი ბარსელონაში 2 წლის წინ მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. ანტუანმა ბლაუგრანაში პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, მისგან მეტს ელიან, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაოდ. ბოლო სეზონში მან 51 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ამ ევროპის ჩემპიონატზე გრიზმანის ანგარიშზე 4 მატჩი და 1 გოლია.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, ქალაქელებს ჰარი კეინის შეძენაც სურთ. ზოგადად სიტის კარგი სეზონი გამოუვიდა, გარდა იმისა, რომ გუნდმა პრემიერლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც ჩელსისთან 0:1 წააგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *