გრილიში დაჯდა

ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ჯეკ გრილიში საერთო ჯგუფს გამოაკლდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა ფიტნეს დარბაზში. მან ევრო 2020-ის პირველი მატჩი გამოტოვა ხორვატების წინააღმდეგ, არადა მანამდე ორივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ავსტრიასთან და რუმინეთთან).

დიდი ალბათობით, ასტონ ვილას ვარსკვლავი შოტლანდიასთან მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს. არადა, ტურნირის წინ ბრიტანული მედია დარწმუნებული იყო, რომ ჯეკი ევროზე გაიბრწყინებდა და შეჯიბრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა.

Grealish on bench, Trippier left-back for England

„ჯეკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო დროს მოხშირებულმა ტრავმებმა დიდად შეუშალა ხელი. ხორვატიასთან მატჩისთვის ის მზად არ იყო. ახლაც ვფიქრობთ, ზედმეტმა დატვირთვებმა შეიძლება საერთოდ დაამთავრებინოს კარიერა“, – ამბობს ინგლისელთა დამრიგებელი, გარეთ საუთგეიტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *