talkSport-ის ინფორმაციით, ჯეკ გრილიში ასტონ ვილაში დარჩენას აპირებს. მართალია, მისი გადაბირებით სიტია დაინტერესებული და 100 მილიონის გადახდასაც არ ერიდება, თუმცა თავად ფეხბურთელი ეჭვობს რომ მანჩესტერში კარიერა აეწყობა და დარჩენას ამჯობინებს.
მოგეხსენებათ, გრილიში ვილას აღზრდილია – 6 წლის იყო, როდესაც ბირმინგემული კლუბის აკადემიაში შევიდა…
ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს, თუმცა კიდევ უფრო გახანგრძლივება სურს.