გრილიში – 117!

ჯეკ გრილიშის ტრანსფერის გაოფიციალურებას ცოტა აკლია. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, უახლოესი დღეების ამბავია: მანჩესტერ სიტი 117 მილიონ ევროს უხდის ასტონ ვილას.

 

25 წლის ნახევარმცველი ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს – ეს ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით. კონტრაქტი კი 2026 წლამდე იქნება.

 

6 გოლი, 12 საგოლე პასი – ასეთია გრილიშის სტატისტიკა პრემირლიგის გასულ სეზონში.

 

გრილიში ინგლისელებისთვის ცოტა არატიპიური ნახევარმცველია და ფანებს ძალიან უყვართ. პეპ გვარდიოლას ფორმაციის გუნდისთვისაც, წესით, იდეალური უნდა იყოს. ინგლისის ნაკრებში გარეთ საუთგეიტი მაინცდამაინც დიდ დროს არ აძლევდა, მაგრამ რაც ითამაშა, თავისი წვლილი შეიტანა ევროს ფინალში გასვლაში…

 

ერთიც. გრილიშის ტრანსფერს, შესაძლოა, ბერნარდო სილვას სიტიდან წასვლა მოჰყვეს. საუბარია რაჰიმ სტერლინგის გაყიდვაზეც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *