გრინვუდის ამბავმა ლინგარდს უშველა

მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდი სკანდალში გაეხვა და სამართალდამცავებმა დააკავეს, მანჩესტერის ხელმძღვანელობამ ჯესი ლინგარდის გუნდიდან გაშვება გადაიფიქრა. ინფორმაცია ჟურნალისტმა ჯეიმს დაკერმა ტვიტერზე დაწერა.

ლინგარდმა ბოლო წლებში აშკარად მოუკლო და ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. მანჩესტერს იგი ვესტ ჰემში ჰყავდა განათხოვრებული, შარშან ზაფხულში დააბრუნა, თუმცა წელს კვლავ გასხვისებას გეგმავდა. ლინგარდით ნიუკასლი და კვლავ ვესტ ჰემი არიან დაინტერესებულები.

რაც შეეხება გრინვუდს, შეგახსენებთ, რომ მას ყოფილმა შეყვარებულმა ძალადობაში დასდო ბრალი, სამართალდამცავებმა კი ფეხბურთელი უკვე დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.

Leave a comment

Your email address will not be published.